საზოგადოება
26.01.2026 16:36
საერთაშორისო გამოფენაში - Hospitality Qatar 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

Hospitality Qatar 2026 - საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 2026 წლის 6 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (საქონლის ხორცის და საქონლის ხორცპროდუქტების გარდა) მწარმოებელ კომპანიებს.

„საერთაშორისო გამოფენა - Hospitality Qatar 2026 12-14 ოქტომბერს ქალაქ დოჰაში, კატარში გაიმართება. Hospitality Qatar სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აღნიშნული ინდუსტრიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს იდეალურ შესაძლებლობას აძლევს საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოფენაში 11 ქვეყნიდან 150 კომპანია მონაწილეობდა და 12 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

კვირის ამბები