

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან. 1-ელ თებერვალს თოჯინური სპექტაკლის - „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ჩვენებაა დაგეგმილი.
რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის დადგმულ წარმოდგენაში მარიამ საათაშვილი, ნათია ტატულაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, მერაბ ჭანკოტაძე, ლევან ჯამბრიშვილი და მაღი არღუთაშვილი მონაწილეობენ.
„ვაჟა-ფშაველას ამაღელვებელი პოემა სცენაზე ცოცხლდება თოჯინური ფორმით - სცენა, სადაც თითოეული თოჯინა თითქოს სიტყვას ამბობს, თითოეული სინათლე - გრძნობას ჰყვება.
სპექტაკლი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და ვაჟას შემოქმედების მოყვარულთათვის“, - აღნიშნავენ თეატრში.
წარმოდგენა 18:00 საათზე დაიწყება.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი