კულტურა
23.01.2026 15:26
გორის თეატრში „იღბლიანის“ ჩვენებისთვის ემზადებიან

გ. ერისთავის სახელობის თეატრში, ხვალ, 24 იანვარს „იღბლიანის“ მესამე საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებიან.

მაყურებელი დრამატურგ ფიქრია ყუშიტაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სიტუაციურ კომედიას 19:00 საათზე იხილავს.

სცენარის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მამუკა ტყემალაძეს კუთვნის.

სპექტაკლში მაღი არღუთაშვილი, ომარ ბექაური, ქეთი ლუარსაბიშვილი და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სპექტაკლზე დაწესებულია ასაკობრივი ცენზი 14+

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge - ზე შეუძლია.

კვირის ამბები