
„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პროგრამის მიზანი დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერაა, ხოლო საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილების და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.
„პროგრამაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
რაც შეეხება მონაწილეობას, საგრანტო განაცხადები 12 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში (მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, მე-17 მ/რ, N2 ა; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27) მიიღება.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც - info @ idp. gov. ge“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.