

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება მკლავჭიდში.
შეჯიბრი 25 იანვარს 13:00 საათზე დაიწყება და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდება.
სპორტულ აქტივობაში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები იასპარეზებენ. მკლავჭიდელები პირველობისთვის ერთმანეთს ხუთ წონით კატეგორიაში (როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავი) დაუპირისპირდებიან.
იოსებ დურგლიშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.