

პიროვნების სახელის ან გვარის შეცვლა ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my. gov. ge უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი.
როგორც ციფრული მმართველობის სააგენტოში აღნიშნავენ, my.gov.ge -ის საშუალებით მოქალაქეები ონლაინ შეძლებენ სახელის/გვარის შეცვლისთვის განცხადების რეგისტრაციას, ასევე სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების მოთხოვნის რეგისტრაციას.
„სახელის/გვარის ან სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების მოთხოვნის თაობაზე მსურველმა პორტალზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოს საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები ან/და სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტები. შემდეგ უნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს საკუთარი ნება სახელის შეცვლის ან სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე“, - აცხადებენ ციფრული მმართველობის სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.