

სსიპ - გორის №9 საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 14-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 1300-1400 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 იანვარს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 6 თებერვალია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge).
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.