

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში ხელოვნების უფასო კურსები დასრულდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სამთვიან პროგრამაში გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9-16 წლის ასაკის ბავშვები და დასაქმების მიღმა მყოფი ქალები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ახალი ინიციატივა „მშობლის და შვილის კლუბი“ განხორციელდა, რომელშიც 4-დან 9 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები ჩაერთნენ.
მონაწილეებმა კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის ტექნიკებს დაეუფლნენ.
პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონია 29 იანვარს 14:00 სააათზე გაიმართება. ღონისძიების პარალელურად, მოეწყობა მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი