
გორის მუნიციპალიტეტში გასულ წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, 2025 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაახლოებით 40% ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა და 50 მილიონამდე ლარი გზების, დასასვენებელი, სპორტული სივრცეების, სასმელის წყლის, გარეგანათების სისტემების, საბავშვო ბაღების და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა.
რაც შეეხება განხორციელებულ სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჯამში, 22 კილომეტრი გზის მონაკვეთი მოწესრიგდა. ახალი საფარი დაიგო: სოფრომ მგალობლიშვილის, ოთარ ჩხეიძის, დანიელ ჭონქაძის, თელავის, რუსთაველის და იაკობ გოგებაშვილის ქუჩებზე, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ და სადგურის დასახლებში (ელექტროფიკაცია), ასევე სოფლებში: ტყვიავი, ტინისხიდი, ხელთუბანი, ვარიანი, ხურვალეთი, მარანა, ფლავისმანი, ფლავი, ზერტი, ხიდისთავი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, ნაწრეტი, მერეთი, საქაშეთი, ოთარშენი, თედოწმინდა, ატენი და ქვახვრელი.
გასულ წელს სასმელი წყლის სისტემა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 სოფელში მოეწყო და ახალი წყალმომარაგების სისტემით შინდისის, ზერტის, ერგნეთის, ფლავისმანის, კოშკას, ფლავის, ქვეშის, ქვემო ხვითის, კვარხეთის, ქვემო არცევის, ტირძნისის და თერგვისის მოსახლეობა ისარგებლებს.
„საგზაო ინფრასტრუქტურის და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის გარდა, 2025 წელს დასასვენებელი სივრცე 13 ლოკაციაზე (სუხიშვილის ქუჩის №65 და №67, ყიფიანის ქუჩის №32-ის და პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებრედ, თორტიზა, ტირძნისი, მეღვრეკისი, მერეთი, ბიისი, ბნავისი, მეჯვრისხევი, თერგვისი, ვარიანის მეურნეობა, არაშენდა) მოეწყო.
სპორტული სივრცეები განთავსდა 22 ლოკაციაზე. მოეწყო როგორც მოედნები („ახალბაღში“ სამი სპორტული მოედანი, ცხინვალის გზატკეცილის №22 და პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სოფლებში: შერთული, შავშვები, ვარიანი, არაშენდა), ასევე დამონტაჟდა გარემოხმარების სავარჯიშო მოწყობილობები (სადგურის დასახლება, მერეთი, მეღვრეკისი, სათბურის დასახლება, ბერშუეთი, ერგნეთი, ქვემო რიეთი, თორტიზა, სვენეთი, ბერბუკი, საქაშეთი, შინდისი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყველაანთუბანი).
ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. სოფელ რეხაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია, ახალდაბაში კი მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარეგანათების სისტემები 32 სოფელში დამონტაჟდა. ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კი 105 პროექტი განხორციელდა და რეაბილიტირდა 13 სახურავი, 6 - ლიფტი, 6 - შიდა წყალანარინები სისტემა, 25 - სადარბაზო, 3 - ფასადი, 52 - ეზო“, - აცხადებენ გორის მერიაში.