

გორელი შოთა ტლაშაძე ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
სპორტსმენი ამჟამად სარაგბო კლუბ „ბარსელონას“ ღირსებას იცავს. მორაგბე კლუბს მიმდინარე სეზონის სტარტზე შეუერთდა და ჰუკერის (კვაჭი) პოზიციაზე თამაშობს.
შოთა ტლაშაძე სარაგბო კლუბ „გორის“ აღზრდილია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.