

2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 10.0 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 7.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა - ბელარუსში, 83 ტონა - სომხეთში და 21 ტონა - ერაყში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი