კულტურა
20.01.2026 16:38
გორის თეატრის მსახიობები კახა ბერიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავენ

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები, კოლეგის, კახა ბერიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავენ.

როგორც თეატრში აღნიშნავენ, 25 იანვარს, გორის თეატრის დასი დიდ სცენაზე „ოთარაანთ ქვრივს“ ითამაშებს და თანადგომას გამოუცხადებს კახა ბერიძეს რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის.

„სპექტაკლის ჩვენება 25 იანვარს 19:00 საათზეა ჩანიშნული. საქველმოქმედო წარმოდგენა ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავოსანი მსახიობის, აკაკი ხორავას და გიორგი ერისთავის სახელობის ჯილდოების მფლობელის მხარდასაჭერად იმართება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში (ტელ: 0370277932; 577390350) ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge“, - აღნიშნავენ თეატრში.

კვირის ამბები