

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრა-გადაბელვის სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სამუშაოების შედეგად დაგროვილი საშეშე მერქანი კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრა-გადაბელვის სამუშაოები გრძელდება.
შედეგად, დაგროვილი საშეშე მერქანი, გასული წლების მსგავსად, მომართვიანობის გათვალისწინებით ნაწილდება. სოციალურად დაუცველმა პირებმა, სათბობი მასალის მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის მერიას (გრიგოლ ფერაძის ქუჩა №5) უნდა მიმართონ. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბენეფიციარებს შეშა ეტაპობრივად გადაეცემათ“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი