

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ჭეჭელაშვილი ჰენრი დეგლანის გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენი 79 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად გადამწყვეტ შეხვედრაში ჭეჭელაშვილმა გერმანელი სპორტსმენი კევინ ჰენკელი დაამარცხა.
დავით ჭეჭელაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი 2025 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჰენრი დეგლანის გრან-პრი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჩატარდა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რვა სპორტსმენით ასპარეზობდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.