საზოგადოება
16.01.2026 13:17
მართვის მოწმობის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური აპლიკაციით გახდა შესაძლებელი

მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - „Service Agency“ მოსარგებლე პირებს, პორტალის განახლების შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე შეუძლიათ.

აღნიშნულისთვის საჭიროა, რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.

„ვინც აპლიკაციით არ სარგებლობს, სერვისის მისაღებად საჭიროა ჩამოტვირთოს აპლიკაცია App Store-დან ან Google Play Store-დან, შეიყვანოს პირადი მონაცემები, აირჩიოს დოკუმენტი/გაიაროს ვიზუალური იდენტიფიკაცია და დაასრულოს რეგისტრაცია“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

კვირის ამბები