

ძიუდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენმა გოგონებმა ერთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი თბილისში ჩატარდა და პირველობისთვის 2009-2011 წწ. დაბადებული ძიუდოისტები ასპარეზობდნენ.
საქართველოს ჩემპიონი ნინო გიგაური (40კგ; მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი) გახდა. ვერცხლის მედალს ნენე საბიაშვილი (63 კგ; მწვრთნელი ნიკოლოზ მშვიდობაძე) დაეუფლა.
ნათია საღირაშვილი (40კგ; მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი), ნატა გაბარაშვილი (44კგ; მწვრთნელი მარი მახარაშვილი), ნატა იაშვილი (48 კგ; მწვრთნელი ირაკლი ლომიძე) დანინო ხაბაზი (57კგ; მწვრთნელი ნიკო ბიბილაშვილი) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ გორელ სპორტსმენთაგან ხუთი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, ნენე საბიაშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტია.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის