

საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
შეჯიბრი 27 ივნისიდან 18 ივლისამდე ჩატარდება. შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
ჩემპიონატში 16 გუნდი იასპარეზებს. საქართველოს სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, არგენტინის, ავსტრალიის, უელსის, იტალიის, ირლანდიის, შოტლანდიის, ესპანეთის, ფიჯის, აშშ-ს, იაპონიის და ურუგვაის გუნდები ეწვევიან.
ცნობისთვის, აღნიშნულ ჩემპიონატს საქართველო მეორედ უმასპინძლებს. პირველად რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩეპიონატი საქართველოში 2017 წელს ჩატარდა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი