საზოგადოება
15.01.2026 13:23
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი შიდა ქართლში მომუშავე პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მთავარ თემას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები, ასევე ახალი რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მის მიზანს განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს”, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები