
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „სოფლად სახლის“ პროექტს მიმდინარე წელსაც აგრძელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. ამასთან, საცხოვრებელი ფართის შესყიდვა შესაძლებელია დევნილი ოჯახის თანადაფინანსებითაც განხორციელდეს.
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, სოფლად შეძენილ ი სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა კი ოჯახის სულადობიდან გამომდინარე შემდეგნაირად განისაზღვრება:
ოჯახი, რომელიც შედგება 1 წევრისგან – 22 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 2 წევრისგან – 25 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან – 28 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან – 31 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან – 34 000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან – 37 000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან – 40 000 ლარი;
ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან – 43 000 ლარი (ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი გაიცემა).
საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 6-თვიანი ვადა ეძლევათ.