საზოგადოება
15.01.2026 13:08
დიცში საკალათბურთო აკადემია იხსნება

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ დიცში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკალათბურთო აკადემია იხსნება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, აკადემია 21 იანვრის 13:00 საათიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და როგორც ადგილობრივი, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები სპორტის აღნიშნული სახეობის დაუფლებას უფასოდ შეძლებენ.

საკალათბურთო აკადემია სპორტული ინვენტარით სრულად აღიჭურვება. დამონტაჟდება კალათბურთის ფარები. გარდა ამისა, ბავშვები სათამაშო და სავარჯიშო ფორმებით, ბურთებით დასაჩუქრდებიან.

აკადემიას მერაბ სამადალაშვილი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული აკადემიის გახსნა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. ინიციატივა მიზნად ისახავს მასობრივ სპორტში ახალგაზრდების ჩართულობას და ვიმოდევნებთ, რომ აკადემია სხვა სოფლებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

მადლობა ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის სპორტის სამინისტროს, კალათბურთის ფედერაციას, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სკოლების დირექტორ-მასწავლებლებს, ბავშვებს და მათ მშობლებს“, - აღნიშნა პორექტის ორგანიზატორმა გიორგი სამხარაძემ.

კვირის ამბები