კულტურა
14.01.2026 13:20
14 იანვარი - ქართული თეატრის დღე

14 იანვარს ქართული თეატრის დღეა.

როგორც გორის თეატრში აღნიშნავენ, თარიღის დაარსება „გიორგი ერისთავის თეატრის“ მიერ პირველი წარმოდგენის გამართვის დღეს უკავშირდება.

1850 წლის 14 იანვარს თბილისში სპექტაკლი - გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქზე გაცილებით ადრე, XIX საუკუნის 40-იან წლებში, სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენა გორში გაიმართა. 1845 წლის 1-8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია - „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“ დაუდგამთ. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სინამდვილეში, სწორედ ეს იყო ქართული თეატრის ჩამოყალიბების პირველი ცდები.

რაც შეეხება გორის თეატრის შენობის აშენებისა და სახელის მინიჭების ისტორიას, გორის თეატრის ამჟამინდელი შენობა 1939 წელს გაიხსნა. 1947 წელს კი, გორის თეატრს ცნობილი ქართველი დრამატურგის, გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.

 

კვირის ამბები