

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ დასრულდა.
შემაჯამებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) უმასპინძლა.
საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ ყოველწლიურად იმართება. რაც შეეხება ღონისძიების მიზანს, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.