

14 იანვარს, საქართველო ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, თარიღი 2012 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას, დაახლოებით, შვიდასწლიანი ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში შედგენილ ევროპულ რუკებზე, საქართველოს სწორედ ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.