

ძველით ახალი წლის აღსანიშნავად, სოფელ ტყვიავში დღეს, 13 იანვარს კონცერტი გაიმართება.
22:00 საათზე მსმენელის წინაშე ადგილობრივი ბენდი „Soft wave“ წარსდგება, 23:00 საათზე კი ჯგუფი „ურსა“ იმღერებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორიდან, ტყვიავში კონცერტზე დასწრების მსურველებს, მოემსახურებათ ავტობუსები, რომლებიც ქალაქის ცენტრალური მოედნიდან, (საკრებულოს შენობა) 21:00 საათზე გავლენ.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი