კულტურა
13.01.2026 16:02
საბავშვო სპექტაკლის - „თოვლის დედოფალი“ დამატებითი წარმოდგენა მაყურებელთა თხოვნით დღეს გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა, საბავშვო სპექტაკლის - „თოვლის დედოფალი“ დამატებითი წარმოდგენა დღეს, 13 იანვარს ჩანიშნა.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება მაყურებელთა თხოვნით მიიღეს.

დამატებით წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა პატარებს 17:00 საათზე მიეცემათ.

შეგახსენებთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ (რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი) გორის თეატრის სცენაზე 3 იანვრიდან იმართება.

წარმოდგენაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე: biletebi .ge შეუძლიათ. ბილეთის ფასი 15 ლარია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე: 577 39 03 50.

კვირის ამბები