

საქართველოში ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა. თუმცა, როგორც სამკაულების რეალიზატორები ამბობენ, არა იმ მასშტაბით, როგორც ეს მსოფლიო ბირჟაზე ხდება.
უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდებს ამყარებს. Gold Price-ის გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 30 დღეში ოქრო 6.7 %-ით გაძვირდა და ამ ეტაპზე 1 უნცია ოქროს ღირებულება 4 587 დოლარს შეადგენს.
ახალი წლის შემდეგ საქართელოში ოქროს ფასმა მცირედით მოიმატა. ძვირფასი ნაკეთობების ექსპერტ-შემფასებლები კი ვარაუდობენ, რომ თუ ოქრო გლობალურ ბირჟაზე კიდევ გაძვირდა, ფასმა საქართველოში, შესაძლოა, 50-დან 100 ლარამდე მოიმატოს.
რაც შეეხება გორს, ძვირფასი ლითონების სარეალიზაციო მაღაზიებში, დღეის მდგომარეობით, 1 გრამი ბაჟაღლოს ფასი 380-400 ლარებში მერყეობს, წითელი ოქრო 250 ლარი ღირს, ხოლო იტალიური ოქროს ფასი 300 ლარამდეა.
როგორც ოქროს სამკაულების რეალიზატორები „გორის მაცნესთან“ აღნიშნავენ, ფასები ნაკეთობების მიხედვით მერყეობს და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.