

საქართველოსა და სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ბრატისლავა-ქუთაისის მიმართულება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირველი პირდაპირი საჰაერო კავშირია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ბრატისლავა-ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს.
ცნობისთვის, პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით 237 მგზავრი გაფრინდა.
პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი