საზოგადოება
13.01.2026 12:56
დაგროვებითი პენსიით 26 820-მა პირმა ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 დეკემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 706 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი დაგროვებითი პენსიით 26 820-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 124 მლნ ლარი გაიცა.

„დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.

კვირის ამბები