

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები წარმატებით ასპარეზობენ.
ამ ეტაპზე, გორელთა ანგარიშზე ორი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ ბოჭორიშვილი და გოდერძი ძებისაშვილი გახდნენ. საბა ღამბაშიძემ, დაჩი პაპინაშვილმა და გოგა ოთინაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ხუთივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები 61, 97 და 125 კგ. წონით კატეგორიაში დღეს გამოვლინდებიან.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი