საზოგადოება
09.01.2026 16:14
პროფესიული განათლების მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონულადაა შესაძლებელი

პროფესიული განათლების მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა პორტალზე my.gov.ge უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი. სერვისის სახელწოდება კი, „პროფესიული განათლების მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვაა“.

როგორც ციფრული მმართველობის სააგენტოში აღნიშნავენ, ავტორიზებული ფიზიკური/იურიდიული პირი my.gov.ge-ის საშუალებით შეძლებს: განაცხადის შექმნას და გაგზავნას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ კანცელარიაში; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული კანცელარიიდან პასუხის მიღებას, შევსებული განაცხადის და მიღებული პასუხის შენახვას; საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რაც მოიცავს ავტორიზებული, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ ინფორმაციას და სხვა სახის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის მიმართვას.

კვირის ამბები