

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 17 იანვარს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. 19 იანვარს - შვედეთს, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს მალმეში (შვედეთი) გამართავს.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე ჩატარდება. პირველობას დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი