

გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირზე იასპარეზებს.
შეჯიბრი 9-დან 15 იანვრის ჩათვლით გაიმართება და დიღმის არენა (თბილისი) უმასპინძლებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი მიიღებს.
ტურნირის ფარგლებში, „ივერიონი“ A ჯგუფში იასპარეზებს და პირველ შეხვედრას ხვალ, 10 იანვარს, „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება შედმეგ თამაშს, 11 იანვარს გორის გუნდი ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიის გუნდს - „ვსა“ დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის ორივე საკალათბურთო მატჩი 16:00 საათზე დაიწყება
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი 2006 წლიდან ტარდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი