
ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის თანახმად, დეპუტატები 32 საკითხს განიხილავენ.
საკრებულოს წევრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებ. განიხილავენ, ასევე საზაო უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საგზაო ნიშნების/მონიშვნების და ხელოვნული უსწორმასწორობების განთავსება-მონტაჟის საკითხებს.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპებ-ის საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ განკარგულების პროექტებსაც მოისმენენ.
9 იანვარს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე კი დეპუტატები ბოლო საკითხად „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის 2025 წლის 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტს განიხილავენ.