საზოგადოება
08.01.2026 15:10
იძულებით გადაადგილებული 400-მდე პირი სახელმწიფოსგან ტექნიკას და ხელსაწყოებს მიიღებს

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანი, დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაა.

„გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა სახელობო იარაღები კი, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს.

განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაზე ზრუნვა, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ყოველწლიურად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

კვირის ამბები