საზოგადოება
08.01.2026 15:08
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 235 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.

„სახელმწიფოსთვის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. გასულ წელს, სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. 2026 წელს ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები