საზოგადოება
08.01.2026 14:11
ძველით ახალ წელს გორში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო კვირაში, გორში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 9 იანვარს, გორში მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი წვიმის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით ნავარაუდევია +2 გრადუსი.

დღისით +4, ღამით -2 გრადუსია მოსალოდნელი 10 იანვარს გორში. დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში ნავარაუდევია მცირე ნალექი თოვლჭყაპის სახით. მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი გორში 11 იანვარს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.

თოვლჭყაპი, დღისით +9, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი 12 იანვარს. სინოპტიკოსების ცნობით, 13-დან 16 იანვრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, აღნიშნული დღეების განმავლობაში დღისით მოსალოდნელია -1 გრადუსი, ღამით კი ყინვა -4 გრადუსამდე.

კვირის ამბები