

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო.
საშობაო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა. ალილოს მონაწილეები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დალოცა.
ალილოს მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, დღესასწაულის მახარობლებს მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე შობის ღამეს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიასაც დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა მეუფე ანდრიამ აღავლინა. ალილოს მსვლელობისას შეგროვებული ნობათი შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.