
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებით, შეჩერებული მართვის მოწმობების დაბრუნების, ასევე მართვის უფლების ვადამდე აღდგენის და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობის გაუქმდა.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ აქვთ/ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ: სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება; სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.
შეგახსენებთ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილება, ასევე ითვალისწინებს შეჩერებული მართვის მოწმობების დაბრუნებასაც. მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ პირებს, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინეს. კერძოდ, საუბარია მძღოლებზე, რომელთაც პოლიციამ მართვის უფლება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე, 451-ე, 1151-ე, 116-ე და 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო შეუჩერა.