
მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალა. დაუშვებელია, ასევე, კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, რომელიც კანონდარღვევისას იმოქმედებს, „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.
კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.