საზოგადოება
06.01.2026 11:57
„თოვლის დედოფალი“ - გორის თეატრი პატარა მაყურებელს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პატარა მაყურებელს საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟება.

ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით დადგმული წარმოდგენა - „თოვლის დედოფალი“ (რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი) გორის თეატრის სცენაზე 12 იანვრის ჩათვლით გაიმართება. სპექტაკლი ყოველდღე 17:00 საათზე დაიწყება.

წარმოდგენაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე: biletebi .ge შეუძლიათ. ბილეთის ფასი 15 ლარია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე: 577 39 03 50.

კვირის ამბები