საზოგადოება
05.01.2026 11:55
სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას შეუფერხებლად ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეს და ხვალ - 5 და 6 იანვარს, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

ექსპორტ-იმპორტისთვის შესაბამისი სერტიფიკატების და ნებართვების გაცემა; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება; სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკის არსებობისას.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებში, ზემოთ აღნიშნულ საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად შეასრულებენ“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

კვირის ამბები