

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პატარებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასაახალწლო საჩუქარი მოუმზადეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“, საზოგადოება „ბილიკსა“ და დღის ცენტრ „სხივს“ „დისნეის“ ზღაპრის გმირები სტუმრობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ანიმატორებმა ცენტრების ბენეფიციარებთან ერთად საახალწლო განწყობა შექმნეს, ბავშვებმა კი თოვლის პაპისგან საჩუქრად ტკბილეული მიიღეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლელა მაისურაძემ, პატარებს ასევე, საახალწლო სპექტაკლის ბილეთებიც გადასცა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „სადღესასწაულო ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.