
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, ბაკურიანში „ხელოვნების საახალწლო ბანაკი 2025“ დასრულდა.
დასკვნით ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ლელა მაისურაძესთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, ბანაკის მონაწილეებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები და საახალწლო ღონისძიებებზე წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციები გააცნეს.
პროექტი ორგანიზაცია - „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრიამ“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნეს, ბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ხელოვნების სფეროში ჩართულობის გაზრდა, მათი შემოქმედებითი პოტენციალის, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და ახალი უნარების გაღრმავებაა.
„ბაკურიანში, ოთხდღიანი ბანაკის ფარგლებში, 16-დან 22-წლამდე ასაკის ასი ახალგაზრდა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით გაერთიანდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად ჩართულმა ახალგაზრდებმა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა მოზარდებმა.
ბანაკის განმავლობაში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მასტერკლასები, მათ შორის ცეკვის, სიმღერის, ხელსაქმის, კერამიკის, ასევე სამსახიობო ხელოვნების - კინოსა და თეატრის მიმართულებით“, - აღნიშნეს გორის მერიაში.