
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.
სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მერიის საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით 3 საკითხი იყო განსახილველი:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიამ ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად ნოემბერში წარუდგინა, თუმცა, 24 ნოემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი წინადადებებთან ერთად დაუბრუნა.
დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე უძღვებოდა, გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს.