სპორტი
30.12.2025 11:59
საქართველოს ჩემპიონატი გორელმა ძიუდოისტებმა რვა მედლით დაასრულეს

სამი - ოქროს და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატი.

შეჯიბრი თბილისის ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა.

გორელთაგან საქართველოს ჩემპიონები მარი მახარაშვილი (70 კგ.), ლაშა ნადირაძე (66 კგ.) და გიორგი ტერაშვილი  (73 კგ.) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლებს თამარ გიგოლაევა (48 კგ.), მაია ბიძინაშვილი (63 კგ.), დალი მაზანაშვილი (70 კგ.), თემურ ნოზაძე (66 კგ.) და  ლუკა ბაბუციძე (90 კგ.) დაეუფლნენ.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენებიდან ხუთი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, ორი - ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის”, ერთი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

კვირის ამბები