
გორში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ჩატარდა და ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და საკონდიტრო ნაწარმი იყო წარმოდგენილი.
თითოეული ნივთი და პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდა. რეალიზაციიდან შესული თანხით საშობაოდ ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს დაეხმარებიან.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილები იოსებ მაზმიშვილი და თორნიკე ფხაკაძე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო აქტივობა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს თანამშრომლობით ჩატარდა.