
გორელი მოკრივეეები ნინო კეჩხუაშვილი (54 კგ.) და ლევან დემუროვი (65 კგ.) საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
ფინალურ შეხვედრაში კეჩხუაშვილმა ლაგოდეხელი მარიამ ბახტურიძე დაამარცხა, ლევან დემუროვმა კი ჭიათურელ სპორტსმენს ლაშა გაგნიძეს სძლია და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
ორივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ზემოაღნიშნული სპორტსმენების გარდა, ჩემპიონატში გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ლაშა კერესელიძე (50 კგ.) და ავთანდილ მდინარიძე (90 კგ.) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
ფინალურ შეხვედრებს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს ჩემპიონატს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.