საზოგადოება
29.12.2025 15:54
შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.

სიმონ გულედანმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც 2025 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.

შეხვედრის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისთვის 41 საჯარო მოხელე დაჯილდოვდა. თითოეული მათგანი კოლეგების გადაწყვეტილებით შეირჩა.

„მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად და კეთილსინდისიერად მუშაობს შიდა ქართლის რეგიონის განვითარებისს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. თქვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გაკისრიათ როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის წინაშე და ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული. მადლობას გიხდით ერთგული სამსახურის და თავდადებისთვის“, აღნიშნა სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები