
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, აპლიკაცია ფერმერებს დაეხმარება, ამინდის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შესამცირებლად, საკუთარი მეურნეობების მართვის დროს პრევენციული ღონისძიებები გაატარონ.
„ციფრული აგროპორტალი პროგრამის - „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“ ფარგლებში შეიქმნა.
აპლიკაციაში ხელმისაწვდომია დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები მიზნობრივ რეგიონებში, შიდა ქართლსა და კახეთში გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ პროექტის ფარგლებში შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმისა და ნექტარინის, ხორბლის, სიმინდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ხელშეწყობისათვის.
პროგრამა პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.