
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტომ 2025 წელი შეაჯამა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, აქტივობები საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით დაიგეგმა, ასევე, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობითაც.
რაც შეეხება ღონისძიებებს, მოსწავლე-ახალგაზრდების განათლებისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის განყოფილებაში 70 მდე აქტივობა განხორციელდა.
კულტურის ცენტრის ინიციატივით კი, წლიური გეგმის ფარგლებში, 200-მდე აქტივობა - საგანმანათლებლო შეხვედრები, კულტურული ღონისძიებები, კონკურსები და შემოქმედებითი აქტივობები ჩატარდა.
„კულტურის ცენტრში შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მიმართულებით ახლაც აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი. სასწავლო პროცესში 250-მდე მოსწავლეა ჩართული. შემოქმედებითი წრეების (ჯამში, 16 წრე) მოსწავლეები კი მონაწილეობენ განყოფილების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში.
მოსწავლე-ახალგაზრდების განსაკუთრებულად მაღალი ჩართულობა ფიქსირდება საქალაქო ღონისძიებებსა და კონკურსებში“, - აცხადებენ სააგენტოში.